სვეტიცხოვლის ტაძრის შესასვლელში მამაკაცის დაჭერის გამო დაკავებულ ახალგაზრდას ბრალი უკვე წაუყენეს. ხვალ კი მის აღკვეთის ღონისძიებაზე მცხეთის რაიონული სასამართლო იმსჯელებს.
კრიმინალური ფაქტი მცხეთაში გუშინ მოხდა. დაკავებული 30 წლის მამაკაცია. ის პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.