18 ნოემბერი 2024,   01:29
ვრცლად
"ყოველ წუთს არის მოლოდინი"-ახალგორის გამგებელი ვერ აკონკრეტებს როდის მოხდება არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენება

ახალგორის გამგებელს პროგნოზის გაკეთება, თუ როდის გადმოსცემს ოკუპირებული ცხინვალი ქართულ მხარეს  არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს, უჭირს. ნუგზარ თინიკაშვილის ამბობს, რომ  ეს ნებისმიერი წუთს შეიძლება მოხდეს ან ისევ გაიწელოს დროში, რადგან საქმე გვაქვს ოკუპანტთან. მისივე თქმით ცხინვალის იზოლატორში მოკლული ტატუნაშვილის ოჯახის უიმედობა გამოწვეულია სწორედ იმ ფაქტით, რომ ცხედარი ამ დრომდე არ არის გადმოსვენებული.

„ვადაზე ვერაფერს ვერ გეტყვით. ყველაფერია შესაძლებელი. იმ დიდი ძალისხმევის შედეგად ყოველ წუთსაც არის მოლოდინი, მაგრამ როდის იქნება მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით. მთავრობა, ხელისუფლების ყველა შტო, საერთაშორისო ორგანიზაციები და თავისთავად რა თქმა უნდა საპატრიარქო ჩართულია ამ საქმეში და ერთობლივი ძალისხმევით ველოდებით, რომ უმოკლეს დროში მოხდეს ცხედრის გადმოცემა და ასევე იმ ორი პატიმრის გათავისუფლება. უიმედობაა რა თქმა უნდა, როდესაც ამხელა ვაჟკაცი მოუკლეს ოჯახს და მეთერთმეტე დღეა და ჯერ გვამი არ გადმოცემულა, სათანადო პატივი არ მიუგია და არ დაუკრძალიათ, ბუნებრივია ეს განცდა არსებობს,“-განაცხადა ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა.

საპატრიარქომ და პრემიერ-მინისტრმა დღეს გაავრცელეს განცხადება სადაც აღნიშნულია, რომ ბოლო საათებში მიღებული ინფორმაციის თანახმად არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი გადმოეცემა ქართულ მხარეს. 

რაც შეეხება არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, ისინი ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებენ. პირად საუბრებში კი გარდაცვლილის მამა ამბობს, რომ მასთან ყოველ დღე პირადად ჩადის შს მინისტრი და აწვდის ინფორმაციას. 

დღის ამბები