02 მაისი 2024,   01:52
ვრცლად
ოსკარის 90-ე დაჯილდოების ცერემონია - მსოფლიო კინოსამყარო წლის მთავარი კინომოვლენისთვის ემზადება 

მსოფლიო კინო სამყარო წლის მთავარი კინომოვლენისთვის ემზადება. დღეს ამერიკული კინო-აკადემია საკუთარ რჩეულებს დაასახელებს. ოსკარის საიუბილეო 90-ე დაჯილდოვების ცერემონიას ტრადიციულად ლოს-ანჯელესი უმასპინძლებს. ჰოლივუდის ბულვარში და დოლბის კინოთეატრთან ბოლო სამზადისი მიმდინარეობს, რომელსაც ასობით ადგილობრივი და ტურისტი აკვირდება. ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ დეკორატორები და ტექნიკური პერსონალი.

მედიის წარმომადგენლები კი მათთვის განკუთვნილ პოდიუმზე საკუთარ ადგილებს იკავებენ. ოსკარის დაჯილდოვების ცერემონიას მსოფლიოს 225 ქვეყანაში პირდაპირ ეთერში გადასცემენ. საიუბილეო საღამოს წელს ჯიმი კიმელი წაიყვანს.


დღის ამბები