18 ნოემბერი 2024,   01:47
ვრცლად
ბიზნესმენი მანანა შანავა ხელისუფლებას კუთვნილი მიწის წართმევაში ადანაშაულებს

ბიზნესმენი მანანა შანავა ხელისუფლებას კუთვნილი მიწის წართმევაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, ზუგდიდის ცენტრში გულიას ქუჩაზე მდებარე 9 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი  წინა ხელისუფლების პერიოდში მას პირდაპირი მისყიდვის წესით გადაეცა, იმ ვალდებულებით, რომ აკვა პარკი აშენებულიყო. მანანა შანავას განცხადებით ცოტა ხნის წინ გაარკვია, რომ ფართი სხვას გადაეცა.

„გავიგე ინტერნეტის საშუალებით, რომ ეს ჩემი მიწის ნაკვეთი, რომელიც ჩემს სარგებლობაშია 10 წელია, როდესაც მპირდებოდა ხელისუფლება, რომ ეს არავისი არ არის თქვენია და ამას გადმოგცემთ, ახალ ხელშეკრულებას გაგიფორმდებათ და მომიყვანეთ ინვესტორიო, სრულიად შემთხვევით ვგებულობ, რომ ვინმე ზუგდიდი სითი საზოგადოებას უკეთებს პრეზენტაციას და ამ ჩემს მიწის ნაკვეთზე ამბობს რომ გადმოგეცემათ,“-აცხადებს მანანა შანავა.  

ბრალდებებს უარყოფს ზუგდიდის მერი. მისი თქმით, საინვესტიციო წინადადება, რაც აუცილებელია მსგავს ვითარებაში, შანავას შესაბამის უწყებაში დღემდე არ შეუტანია.

„2012 წლიდან როგორც იძახის რომ ეს არის ჩემი საკუთრებაო, ჯერ ერთი არ არის მაგისი საკუთრება და არის მუნიციპალიტეტის საკუთრება და 6 წლის განმავლობაში შეეძლო შემოეტანა საინვესტიციო წინადადება. შეუძლია ახლაც შემოიტანოს,“-განაცხადა ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ. 

დღის ამბები