უამინდობა გურიაში-ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავები გადახადა. სტიქიამ განსაკუთრებით რამდენიმე სოფელი დააზარალა. მათშორის არის ნატანები, გურიანთა და შრომა.
წინასწარი ინფორმაციით სახურავის გარეშე დარჩა 30 -ზე მეტი სახლი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის. პროცესის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ზიანი სარეზერვო ფონდიდან აუნაზღაურდება.
ამ დროისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ქარი ჩადგა. ქალაქში და მის შემოგარენში წვიმს.