18 ნოემბერი 2024,   01:45
ვრცლად
სვანეთი ჰესების წინააღმდეგ - მესტიის ცენტრში დღეს ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა

სვანეთი ჰესების წინააღმდეგ - მესტიის ცენტრში დღეს ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. მათი მთავარი მოთხოვნა სვანეთში ჰესების მშენებლობაზე უარის თქმაა. მოსახლეობის მტკიცებით, ერთდროულად რამდენიმე ჰიდრო ელექტრო სადგურის აგება რეგიონში უნიკალურ სვანურ კოშკებს გაანადგურებს.

შემუშავდა შესაბამისი პეტიციაც. შეკრებილების თქმით, მესტია-ჭალა-ჰესის მშენებლობა მესტიისთვის ერთდროულად რამდენიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტთან ახლოს იგეგმება და სამშენებლო კომპანიამ პროცესის დასაწყებად ხვალ სვანეთში სპეც-ტექნიკა უნდა შეიყვანოს.

დღის ამბები