18 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ოჯახები, რომლებიც დამეწყრილი სახლების ნგრევას ყოველ წუთს ელიან-გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

გურჯაანში, მეწყრულ ზონაში მცხოვრები ოჯახები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. წლებია 20-ზე მეტი ოჯახი ავარიულ სახლში ცხოვრობს.

არსებობს ოფიციალური დასკვნაც სადაც წერია, რომ  სახლებში ყოფნა საფრთხის შემცველია და მოსახლეობამ ის დროულად უნდა დატოვოს.

განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია აღმაშენებლის ქუჩაზე მცხოვრები არჩილ ჩაფიძის ბინა, რომელიც ყოველდღიურად იშლება. სახლის ნახევარი საცხოვრებლად უვარგისია.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გამგეობას დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართეს. თუმცა გამგეობიდან ადგილზე მისული წარმომადგენლები ყველა ჯერზე სურათების გადაღებით შემოიფარგლნენ.

გურჯაანის მერიაში კი ამბობენ, რომ  ქირით გაყვანის გადაწყვეტილება ჯერჯერობით მხოლოდ თამაზ ჩაფიძის შესახებ აქვთ მიღებული, დანარჩენი ოჯახების შემთხვევაში კი როგორც მერი განმარტავს, კოორდინაციაში დევნილთა სამინისტროსთან არიან.

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები