18 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
ოსკარის 90-ე საიუბილეო ცერემონია - სამზადისი დოლბის კინოთეატრში 

ოსკარის 90-ე საიუბილეო ცერემონიის ორგანიზატორებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ, რომ ვარსკვლავების დასახვედრად მოემზადონ. ჰოლივუდის ბულვარზე ბოლო სამზადის ასობით ადამიანი ღობის მეორე მხრიედან ადევნებს თვალს. დოლბის კინოთეატრში და მის გარეთ დეკორატორები და ტექნიკური პერსონალი ბოლო შტრიხებს ასწორებენ.

წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავების მისვლას განსაკუთრებულად ელოდებიან მოდის ექსპერტები. რა აცვიათ და როგორ გამოიყურებიან კინოაკადემიის სტუმრები - მათთვის მთავარი განსახილველი თემაა. საუბარი ვარსკვლავების ჩაცმულობაზე როგორც წესი - მათი წითელ ხალიჩაზე გამოჩენისთანავე იწყება და რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება.

მთავარ ნომინაციებში 5 ფილმი ლიდერობს. მათ შორისაა გილერმო დელ ტოროს "წყლის ფორმა," რომელიც ყველაზე მეტ - 13 კატეგორიაშია წარდგენილი. 7 ოსკარის მოპოვებას შეეცდება დრამა - "სამი ბილბორდი ებინგის საზღვარზე," რომელიც ოქროს გლობუსის გამარჯვებულიც გახდა. 6 ნომინაციაზეა წარდგენილი უინსტონ ჩერჩილის შესახებ შექმნილი "ბნელი საათი".

დღის ამბები