სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ანგარიშსწორების მიზნით, ბრალდებულებმა ერთ-ერთ მოქალაქეს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ, რაც მობილურ ტელეფონში ჩაიწერეს. ბრალდებულების აყვანა ბათუმში, სენაკსა და თბილისში, მომხდარიდან რამდენიმე დღეში მოხდა. დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.