18 ნოემბერი 2024,   01:36
ვრცლად
"ამ ეტაპისთვის რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ არის"-ქართული მხარე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით კვლავ პასუხს ელის

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, სხვადასხვა ეპარქიების წარმომადგენელმა სამძიმარი გამოუცხადეს. სასულიერო პირები სოფელ წილკანში გარდაცვლილის სახლში იმყოფებოდნენ.

ადგილზე დილიდან იმყოფება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით ჯერჯერობით კვლავ უცნობია ზუსტად რა დროს მოხდება ცხედრის გადმოსვენება.

„ამ ეტაპისთვის რაიმე განსაკუთრებული სიახლე არ არის. ველოდებით იმ  უდიდესი მცდელობის შედეგს რასაც ხელისუფლება ეწევა, რომ გვამი გადმოეცეს ოჯახს, კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანოთ, პატივი მივაგოთ, როგორც მართლმადიდებლობა და ქრისტიანობა ითვალისწინებს,“-განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა. 

დღის ამბები