18 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
"მშვიდობა ომზე მეტია” - რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია რამდენიმე წუთში დაიწყება

"მშვიდობა ომზე მეტია” - ამ სახელწოდებით რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია რამდენიმე წუთში დაიწყება თბილისში, თავისუფლების მოედანზე. თბილისში დაგეგმილ სოლიდარობის აქციას 12 ქალაქი და ასზე მეტი კერძო კომპანია და ორგანიზაცია უერთდება. მთავარი მოთხოვნა ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემაა.

ადგილზე იკრიბებიან მოქალაქეები და ისინი, ოკუპირებულ ახალგორში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სოლიდარობას გამოუცხადებენ. დღევანდელ აქციას 100-მდე კომპანია შეუერთდა. 

გარდა ამისა, დღევანდელ აქციაზე ნაჩვენები იქნება დოკუმენტური ფილმი, რომელიც რუსულ ოკუპაციას ასახავს.

„უარს ვეუბნებით რუსეთს, რუსეთის ოკუპაციას და პირველ რიგში, სოლიდარობას ვუცხადებთ, გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს,“ - განაცხადა  აქციის ორგანიზატორი ირინა ცაგარეიშვილმა.

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

დღის ამბები