18 ნოემბერი 2024,   01:51
ვრცლად
ე.წ. ჭკვიანი კამერები და ტენდერის გარეშე შერჩეული "დელტა კონსალტინგი"- ​სამუშაოებს ის კომპანია აწარმოებს, რომელიც ე.წ. კაბელების საქმეში ფიგურირებს

ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფცია“ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესყიდვებით დაინტერესდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ გაარკვია, რომ ე.წ. ჭკვიანი კამერების შესაძენად თანხას ძალოვანი უწყების დავალებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტები და საგზაო დეპარტამენტი ხარჯავენ.  15 მილიონის ოდენობის რამდენიმე ათეული კონტრაქტი ყოველთვის ერთ კომპანიასთან შპს "დელტა კონსალტინგი" და თან ყოველგვარი ტენდერის გარეშე ფორმდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რჩეული კომპანია, "დელტა კონსალტინგი" სკანდალურად ცნობილი "დელტა კომ"-ის დაფუძნებულია, მართალია "დელტა კომი" ე.წ. კაბელების საქმის შემდეგ გაიყიდა, მაგრამ კომპანიის მეწილეებმა და მენეჯერებმა ახალი კომპანია სწორედ "დელტა კონსტალტინგის" სახელით დააფუძნეს.

კაბელების საქმეში ბრალდებულების ადვოკატი კი კვლავაც ამტკიცებს, რომ წინამორბედი კომპანია ძალოვან უწყებებთან საეჭვოდ დაახლოებული იყო და ბრალდების მხარემ ის პოლიტიკური დევნის იარაღადაც გამოიყენა. 

 ავტორი: მიხეილ სესიაშვილი.

დღის ამბები