ბარნოვის ქუჩა, სადაც თითქმის ყველა სახლი კულტურული მემკვიდრეობს ძეგლის სტატუსს ატარებს, სასტუმრო შენდება. პატარა ქუჩასთან ერთად დაინგრა ძველთბილისური პატარა სახლებიც.
მშენებლობისთვის ამოთხრილი უზარმაზარი ორმო ბარნოვის ქუჩის მაცხოვრებლებისთვის დიდი პრობლემაა. მესაკუთრე ამხანაგობა დაჯარიმების შემდეგ ქვაბულის კედლების გამაგრება სცადა, თუმცა როგორც ჩანს, უხარისხოდ.
2008 წელს დაწყებული და მიტოვებული მშენებლობისთვის ამხანაგობას დავიწროებული აქვს ქუჩა და მიტაცებული აქვს ტროტუარი.
წარსულში ლევანდოვსკის კერძო გიმნაზიის შენობა თბილისის ერთ-ერთი თვალსაჩინო არქიტექტურულ ძეგლია. 111 წლის სასწავლო დაწესებულების გვერდით სასტუმრო შენდება. ობიექტს მთლიანად აბნელებს სკოლის ფანჯრებს ყველა სართულზე. ბარნოვის ქუჩაზე სასტუმროს მეორე მხრიდანაც ძეგლის სტატუსის მქონე შენობა ემიჯნება.
ბარნოვის ქუჩის მოსახლეობამ სასამართლოს მშენებლობის ყველა ნებართვის გაუქმებისა და დემონტაჟის მოთხოვნით მიმართა. პროცესი 6 მარტს არის ჩანიშნული.