მორიგი მშენებლობა, რომელმაც შესაძლოა მეწყრული პროცესების გააქტიურება მოჰყვეს. ექსპერტები და გარემოსდამცველები ნინო ჟვანიას ქუჩის ბოლოს კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს, რომელსაც ვარაზის ხევის მარცხენა ფერდობი ეწირება. მდგომარეობას ისიც ამწვავებს, რომ ადგილზე მოჭრილი მიწა პირდაპირ ვარაზის ხევში იყრება. ექსპერტები ამბობენ, რომ ვარაზი ისეთივე პატარა მდინარეა როგორიც ვერე და მისი კალაპოტის ხელოვნურად ამოვსებამ, შესაძლოა იგივე მოვლენებამდე მიგვიყვანოს რაც 13 ივნისს ვერეს ხეობაში მოხდა.
მდინარის კალაპოტს ყოველ დღე ემატება კლდეებისთვის გამოცლილი ქვა-ღორღი. გვირაბი, რომელმაც უხვი ნალექის შემთხვევაში წყლის ნაკადი უნდა გაატაროს უფრო და უფრო ვიწროვდება.
მშენებელ კომპანიას საბუთები წესრიგში აქვს. შესაბამისად, კლდის მასივის ჩამონგრევასა და ვარაზის ხევის ბუნებრივი ლანდშაფტის გაპარტახებაში ხელის შეშლის მიზეზს, მერია ვერ ხედავს.
კონკრეტული მშენებლობის ნებართვა, რომელსაც ვარაზის ხევის მარცხენა ფერდი ეწირება, 2017 წლის სექტემბრის ბოლოს გაიცა შესაბამისად, მოსახლეობას ჯერჯერობით ნამდვილად არ აქვს კვალიფიციური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ამ კონკრეტულ ადგილზე, კონკრეტულ მშენებლობას კრძალავს.