18 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
ღია წერილი, სადაც რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების საფუძვლად ნატო-სკენ სწრაფვა სახელდება

ღია წერილი, სადაც რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭების საფუძვლად ნატო-სკენ სწრაფვა სახელდება. საგანგებო მიმართვა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა. ღია წერილის ადრესატი დიპლომატიური კორპუსია, თუმცა, ხელმომწერებს ეს მიმართვა საელჩოებისთვის ოფიციალურად არ გადაუგზავნიათ. 

წერილს ხელს რამდენიმე ცნობილი არტისტი და მეცნიერი აწერს. მათ შორის პუბლიცისტი ელიზბარ ჯაველიძეც არის, პოლიტიკოსი ჯონდი ბაღათურია, რეჟისორი ქეთი დოლიძე, რეჟისორი რობერტ სტურუა, რეჟისორი გოგი ქავთარაძე, მსახიობი გოგი ხარაბაძე, კრიტიკოსი თამაზ წივწივაძე, მხატვარი თემო გოცაძე და პოეტი რევაზ ამაშუკელი.

ხელმომწერებიდან არავინ ადასტურებს, რომ ტექსტი მისი შედგენილია. ელიზბარ ჯაველიძე მეცნიერებათა აკადემიის სხვა წევრებსაც დაემუქრა და თქვა, რომ პასუხს მოსთხოვს ყველას, ვინც ამ მიმართვას ხელი არ მოაწერა.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის, გიორგი კვესიტაძის ხელმოწერა კი ყალბი აღმოჩნდა.

 

დღის ამბები