შექსპირის შემოქმედების კიდევ ერთი თანამედროვე ქართული თარგმანი - მთარგმნელმა მანანა ანთაძემ შექსპირის 3 პიესა თარგმნა, მათ შორისაა "მაკბეტიც." იდეა რეჟისორ დავით დოიაშვილს ეკუთვნის. რეჟისორი, რომელიც ინგლისელი დრამატურგის ნაწარმოებებს დგამს, ამბობს, რომ მაშინ, როდესაც „მაკბეტის“ სცენაზე დადგმა გადაწყვიტა, მიიჩნია, რომ ივანე მაჩაბლის თარგმანი შესაძლებელი იყო ისე არ გაჟღერებულიყო, როგორც თავად სურდა.