"რუსთავი 2"-ის ახალი მეგა-შოუს დიდი მოგზაურობა საქართველოში გრძელდება - "მხოლოდ ქართულის" ჟიურიმ ამ კვირაში სამ ქალაქში მოასწრო ჩასვლა - თელავში, ქუთაისსა და ზუგდიდში.
ისინი ეძებენ ყველაზე ნიჭიერ კონკურსანტებს, რომლებიდანაც საუკეთესო ათეული უნდა შეარჩიოს ლაივ-შოუებისათვის.
დღეს პრეკასტინგი ზუგდიდში ჩატარდა. მომდევნო ქასთინგებზე კონკურსანტებს სიმრერის შესრულება ნებისმიერ ენაზე შეეძლებათ, თუმცა საბოლოოდ შერჩეულები პროექტის ფარგლებში, ისინი მხოლოდ ქართულად იმღერებენ.