არჩილ ტატუნაშვილის მიმართ სოლიდარობისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია თავისუფლების მოედანზე, თითქმის ორი საათი გაგრძელდა.
„მშვიდობა ომზე მეტია!" - ამ მოწოდებამ დედაქალაქის ცენტრში უამრავი ადამიანი შეკრიბა, მათ შორის იყვნენ პოლიტიკოსებიც.
ყველა მათგანი აქციაზე რიგითი მოქალაქის რანგში მივიდა.
შეკრებილებმა წმინდა გიორგის მონუმენტთან ყვავილები მიიტანეს და სანთლები დაანთეს.
მოეწყო ფილმის ჩვენება, რომელიც ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოქალაქეების ყოფას ასახავს.