18 ნოემბერი 2024,   01:28
ვრცლად
აქცია იორმუღანლოს სკოლაში - მოსწავლეები ქართულის მასწავლებლის გათავისუფლებას აპროტესტებენ

იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის გათავისუფლებას აპროტესტებენ.

დღეს დილიდან მეოთხე და მეთორმეტე კლასის 21 მოსწავლე გაკვეთილებს არ ესწრება. ადგილზე იმყოფებიან მშობლებიც.

მათი განმარტებით, პედაგოგ თეა გურგენიძეს რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი უპირისპირდება, რომელიც მას მოზარდის ცემასა და წამებაში ადანაშაულებს.

აქციის მონაწილეები ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ და გურგენიძის სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

,,ერთადერთი უმაღლესი დონის პედაგოგია, რომელიც მთელ იორმუღანლოში მოდის და რომელიც ქართულ ენას ასწავლის. ასეთ უმაღლესი დონის მასწავლებელს რომ გაუშვებ, ჩათვალე რომ ქართული სექტორი გაჩერებულია.
მიზეზი ბავშვის წამება დისციპლინური კომისიის წევრებს ველაპარაკეთ, მაგრამ ისინიც უარყოფენ, რომ არც ცემა ყოფილა არც წამება და არც გათავისუფლებაზე არ ყოფილა ხმის მიცემა,“-ამბობს მშობელი მეხრაბან კაზიმოვა.

წინააღმდეგ შემთხვევაში სწავლის გაგრძელებას თეა გურგენიძესთან ერთად, კარავში აპირებენ.

დღის ამბები