18 ნოემბერი 2024,   01:50
ვრცლად
წიგნი ჩაარტყა თავში და კალამი ჩაარჭო - რესურსცენტრი პედაგოგს ძალადობაში ადანაშაულებს 

იორმუღანლოს საჯარო სკოლის მეოთხე და მეთორმეტე კლასის 21 მოსწავლე გაკვეთილებზე დღეს არ შევიდა.
მოზარდები და მათი მშობლები პედაგოგ თეა გურგენიძის სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებას აპროტესტებენ.

"იმ შემთხვევაში თუ დაწერენ განცხადებას და თეა გურგენიძეს არ შეუშვებენ სკოლაში, მაშინ ჩვენ დავიქირავებთ სახლს ან ოთახს ან ავაშენებთ კარავს და სასწავლო პროცესს ჩავატარებთ“-ამბობს ერთ-ერთი მშობელი კაზან ფარმამედოვი.

გურგენიძის თქმით, მასწავლებელს რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი უპირისპირდება და მას მოზარდის ცემასა და წამებას აბრალებს.

"სკოლის ადმინისტრაციასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს, კონკრეტული პიროვნებების ინტერესია, რომ მე სკოლა დავტოვო. ერთ ერთი მატ შორის არის რესურსცენტრის ხელმძღვანელი. როდესაც სასამართლო იქნება ყველა იმ მასალას გამოვამზეურებ რაც ხელთ მაქვს,“-ამბობს თეა გურგენიძე. 

რესურს ცენტრში კი ამბობენ, რომ ბავშვის ცემის ფაქტი ვიდეოკამერებმა დააფიქსირა.

"სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა გამოითხოვა ჩანაწერი და დასტურდება, რომ ნამდვილად იყო ცემის ფაქტი, რამდენჯერმე როგორც ჩანს თეა გურგენიძემ წიგნი ჩაარტყა და აგრეთვე ხელში კალამი ჩაარჭო,“-ამბობს ქალაქ საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი მანანა ცუცქირიძე.

დღის სამ საათზე საკითხზე სკოლის სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართება იორმუღანლოს სკოლაში განვითარებულ მოვლენებს განათლების სამინისტროც გამეხმაურა.

,,ნებისმიერი ფიზიკური შეხება განათლების სამინისტროსთვის პრინციპულად მიუღებელია. არ ყოფილა შემთხვევა, როცა სამინისტრომ ამის შესახებ გაიგო და არ მიიღო გადამჭრელი ღონისძიება,“-ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია. 

დღის ამბები