30 სექტემბერი 2024,   03:32
ვრცლად
ხანძარი კოსტავაზე - ცეცხლი სატვირთო ავტომობილს გაუჩნდა

ხანძარი თბილისში - კოსტავას ქუჩაზე ცეცხლი სატვირთო ავტომობილს გაუჩნდა.

შემთხვევა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მოხდა

როგორც „რუსთავი 2“-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე ერთი სახანძრო მანქანა მუშაობს.

უწყების ცნობით, ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

დღის ამბები