18 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
"ქალი პრეზიდენტი ძალიან მოუხდება საქართველოს დღევანდელ რეალობას"- გუგული მაღრაძე 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გუგული მაღრაძე საპრეზიდენტო კანდიდატად ქალი კანდიდატის წარდგენას მიესალმება.  დეპუტატი ამბობს, რომ ნებისმიერი ქალ კანდიდატს, რომელიც „ქართული ოცნების,“ წევრია მხარს დაუჭერს.

„ძალიან კარგია საუბარი თუ არის ქალ კანდიდატებზე. მიტომ, რომ ქალი პრეზიდენტი ძალიან მოუხდება საქართველოს დღევანდელ რეალობას. ნებისმიერ ქალ კანდიდატს, რომელიც იქნება ჩვენი გუნდის წევრი, რომელიც იზიარებს ჩვენს შეხედულებებს, ჩვენ ხედვას ვემხრობი. იმიტომ, რომ ძალიან კარგია თუ საქართველო ამითაც იქნება გამორჩეული , ეყოლება ქალი პრეზიდენტი“-განაცხადა გუგული მაღრაძემ.

მმართველმა გუნდმა საპრეზიდენტო კანდიდატთან მიმართებაში შიდა განხილვები დაიწყო. არსებული ინფორმაციით, კანდიდატებს შორის თეა წულუკიანი და სალომე ზურაბიშვილი განიხილებიან

ამავე თემაზე
დღის ამბები