18 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
,,ცესკო"-ში საარჩევნო ხმების ელექტრონული დათვლის სისტემის დანერგვაზე იმსჯელეს 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ კონფერენციაზე საარჩევნო ხმების ელექტრონულად დათვლის სისტემის დანერგვაზე იმსჯელეს.

შეხვედრას საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები ესწრებოდნენ. ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, უახლოეს არჩევნებზე დაიწყება ხმის დათვლის ელექტრონული სისტემის საპილოტე პროგრამაც.

„ელექტრონული სისტემების დანერგვას პირველ რიგში სჭირდება დისკუსია. არ ვფიქრობ, რომ პირდაპირ მოაქვს ნდობა.

ჩვენ ვგეგმავთ, რომ კვლევაზე დაფუძნებული პილოტის სახით ვაჩვენოთ, ხმის დათვლის პროცესში როგორ იქნება ელექტრონული ტექნოლოგიები გამოყენებული,“-განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

დღის ამბები