18 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
ქარიშხალი და ძლიერი წვიმა გურიაში - ჩოხატაური-ოზურგეთის ავტომაგისტრალს დატბორვა ემუქრება

ქარიშხალი გურიაში - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა 40 სახლი სახურავის გარეშე დატოვა. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ჩოჩხათის თემში, სადაც 10-მდე ოჯახი დაზარალდა.

სტიქიის გამო, სახლის პირველ სართულზე, წვიმის ქვეშ უწევს ცხოვრება რევაზ შანიძის 8 სულიან ოჯახს, რადგან სახურავი არც მათ სახლს შემორჩა.

ქარის გარდა ძლიერმა წვიმამ გურიის კიდევ ერთი მუნიციპალიტეტი, ოზურგეთი დააზარალა. მდინარე სუფსა ადიდდა, რის გამოც ჩოხატაური ოზურგეთის ავტომაგისტრალს დატბორვა ემუქრება.

„ორ დღიანი გადაუღებელი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარე სუფსა, რაც საფრთხეს უქმნის ჩოხატაური - ოზურგეთის ავტომაგისტრალს. შესაბამისმა სამსახურებმა ნახეს და მივიღებთ მაქსიმალურ ზომებს. ასევე დაზიანებულია ქარიშხლის შედეგად დაახლოებით 50 სახლი, მუშაობს შესაბამისი სამსახური, ინფრასტრუქტურის სამსახური,“-აცხადებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე.

დღის ამბები