18 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
ადამიანის ღირსების შემლახავი პირობები - ომბუდსმენი სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულ ვითარებაზე საუბრობს 

სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებული მდგომარეობა პაციენტებს ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს- ამის შესახებ განცხადებას, სახალხო დამცველი ავრცელებს.

ნინო ლომჯარია გუშინ სურამში იმყოფებოდა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ომბუდსმენი მწვავედ აკრიტიკებს, როგორც შენობის მდგომარეობას და პერსონალის ნაკლებობაზე, მათი კვალიფიკაციის დაბალ დონეზე, ძალადობასა თუ სხვა სახის სისტემურ გამოწვევებზე საუბრობს.

"უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტიურად არ არსებობს თერაპიული გარემო. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მდგომარეობის გამოსასწორებლად არავინ იზრუნა-" ნათქვამის ომბუდსმენის განცხადებაში.

მდგომარეობის ამსახველი ფოტო მასალა სახალხო დამცველის აპარტმა გაავრცელა.

დღის ამბები