აშშ–ს წამყვანი სპეციალისტები საქართველოს ხელისუფლებას აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.
თბილისში ამერიკის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების წამყვანი მეცნიერები იმყოფებიან.
ამერიკელ სპეციალისტებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვდა.
შეხვედრაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად შემუშავებული სტრატეგია განიხილეს. როგორც ამერიკელმა მეცნიერებმა აღნიშნეს, საქართველოს ხელისუფლებას მავნებელთან ბრძოლის მოქნილი და ქმედითი გეგმა გააჩნია, თუმცა მავნებლის დამარცხება ერთ წელიწადში ვერ მოხერხდება.