გადაუღებელი წვიმების შედეგად ლანჩხუთი-ოზურგეთის ავტომაგისტრალზე, სოფელ აცანასთან, მთა ჩამოწვა, რის გამოც საავტომობილო მიმოსვლა შეწყდა.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული ტექნიკა გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. სპეციალისტები აცხადებენ, რომ მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.