18 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
„ქალები პოლიციაში"- საერთაშორისო ღონისძიებას 13 ქვეყნის წარმომადგენელი პოლიციელი ქალები დაესწრნენ

„ქალები პოლიციაში"- თბილისი ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს.

ღონისძიების მიზანია სამართალდამცველების კვალიფიკაციის ამაღლება და პოლიციელთა რიგებში ქალთა როლის წარმოჩენა.

ოთხ დღიანი კონფერენცია შინაგან საქმეთა მინისტრმა და საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა გახსნეს.

,,მოხარული ვარ, რომ კონფერენციაში უკვე მესამედ ვიღებ მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი საშუალება საქართველოსთვის, რათა წარმოაჩინოს, როგორც, რეგიონალური პლატფორმა საერთაშორისო პროექტებისთვის, ასევე, თავისი ინკლუზიურობა და ღიაობა ქალთა ჩართულობის, უსაფრთხოებისა და მშვიდობის პროცესებში,"-განაცხადა იან კელიმ.

საერთაშორისო ღონისძიებას 13 ქვეყნის წარმომადგენელი პოლიციელი ქალები დაესწრნენ.

დღის ამბები