თევდორე მღვდლის ქუჩაზე დამწვარი სავაჭრო ცენტრ „თერგის“ აღდგენითი სამუშაოები იწყება. პირველ ეტაპზე სახურავის დემონტაჟი მოხდება.
შენობის აღდგენამდე მოვაჭრეები საქმიანობას სპეციალურად გამოყოფილ ალტერნატიულ ადგილებზე გააგრძელებენ. დაზარალებულებს დედაქალაქის მერი კახი კალაძე შეხვდა.
"იმ ადამიანებს ვისაც საქონელი გადაურჩა და არ დაიწვა გადაყვანილია გვერდით შენობა ნაგებობაში და იქ განაგრძობენ საქმიანობას.
ვისაც დაეწვა საქონელი ხდება ადმინისტრაციასთან გავლა, ხდება მაქსიმალური თანადგომა, დახმარება თუნდაც ბანკებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რომ მოხდეს გადავადება და განაწილდება იმ კრედიტების, რომელიც ამ ადამიანებს ჰქონდათ გამოტანილი“- განაცხადა დედაქალაქის მერმა.