04 მაისი 2024,   00:19
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება - რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს წერილზე უპასუხა

არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებასთან დაკავშირებით რუსეთის პატრიარქმა ილია მეორეს წერილზე უპასუხა, რომელმაც რუსეთის პატრიარქ კირილს ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების თხოვნით რამდენიმე დღის წინ მიმართა.

რუსეთის პატრიარქის წერილში აღნიშნულია, რომ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემების მიღების შემდეგ წითელი ჯვრის დახმარებით იგეგმება.

„გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ღვთის შეწევნას თქვენს საპატრიარქო მაღალ  მსახურებაში. პასუხად 2 მარტით დათარიღებული თქვენი წერილისა, რომლითაც მოგვმართეთ თხოვნით, დახმარება გაგვეწია სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემაში, გაცნობებთ შემდეგს: თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით.

ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას, სულიერი და ფიზიკური ძალის სიმტკიცით განვლოთ წმინდა ორმოცეულის (დიდმარხვის) მაცხოვნებელი გზა, უცვლელად ვრჩები თქვენდამი ქრისტეს მიერი ძმური სიყვარულით,“ - აღნიშნულია რუსეთის პატრიარქის წერილში.

საპატრიარქო აღნიშნულ წერილთან ერთად კიდევ დამატებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ სავარაუდოდ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ ოჯახს.

დღის ამბები