18 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
"უკიდურესად მძიმე პირობები" - სახალხო დამცველის კრიტიკული დასკვნა სურამის ფსიქიატრიულ კლინიკაზე

სურამის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტები უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებიან - ასეთია სახალხო დამცველის კრიტიკული დასკვნა.

ნინო ლომჯარია საკმაოდ მწვავედ აფასებს, როგორც შენობის მდგომარეობას, ისე პერსონალის ნაკლებობას, მათი კვალიფიკაციის დაბალ დონეს, ძალადობასა თუ სხვა სახის სისტემურ გამოწვევებს.

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, ნიკა კვარაცხელიას, ინფორმაციით, კლინიკაში არ არის ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები.

„არ არის მინიმალური პირობებიც კი შექმნილი იმისთვის, რომ ჩვენ ვისაუბროთ პაციენტის კეთილდღეობაზე. არის უკიდურესად მძიმე ვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაუყოვნებლივ მოხდეს ზომების მიღება, რათა ამ დაწესებულებაში შეიქმნას მინიმალური საცხოვრებელი პირობები. აქ საუბარი არ არის თერაპიულ გარემოზე იმიტომ, რომ რეალურად აქ გვაქვს ჩვენ საყოფაცხოვრებო, ყოფითი უკიდურესად მძიმე პირობები. ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არის არაერთი სერიოზული პრობლემა, დაწყებული ძალადობის ფაქტებიდან. ასევე არის პაციენტთა შორის ძალადობის შემთხვევები,“ - განაცხადა ნიკა კვარაცხელიამ.  

დღის ამბები