„მერი როგორც ზის, ყველამ კარგად იცის. 30 წლის წინ ბორჯომში ხალხი რომ არის ჩაწერილი, ისინი მოძებნეს და მიაცემინეს ხმა ძალით,“ - ამის შესახებ განცხადება ბორჯომის საკრებულოს ევროპული საქართველოს წევრმა გააკეთა.
ბაქარ შირაძე ამბობს, რომ მერი და ქართული ოცნება ბორჯომში არაფერს აკეთებს და სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ საკრებულოს უმრავლესობაში ახლა ოპოზიცია ზის. მისივე თქმით, გაუგებარია ამ ფონზე მერის მოთხოვნა გაორმაგებულ ხელფასზე. ის ასევე ინტერესდება, სად არიან ქართული ოცნების საკრებულოს წევრები და რატომ არ ესწრებიან საკრებულოს სხდომებს.
ბაქარ შირაძე ამბობს, რომ ის და საკრებულოს სხვა წევრებიც არ არიან წინააღმდეგი მერისთვის და მისი მოადგილეებისთვის ხელფასების მომატებაზე, თუმცა, საუბარია რაოდენობაზე. მისივე თქმით, საკრებულოს თავმჯდომარეს და წევრებს არც მანქანები ჰყავთ და არც საწვავით მარაგდებიან და ეს მერის გადაწყვეტილებით ხდება.
„სასაცილოა, რომ აქციას აწყობს ხელისუფლება და ჯინაზე საკრებულოს მანქანას და ბენზინს არ აძლევს,“ - განაცხადა ბაქარ შირაძემ.