თბილისის მე-19 ბიბლიოთეკის დირექტორი დღეს ხელმძღვანელთან არის დაბარებული - მიზეზი გუშინდელ ხმაურიან საკრებულოს სხდომაზე დასწრებაა, სადაც ბიბლიოთეკების რეორგანიზაციის საკითხს განიხილავდნენ. ირინა კენჭაძის თქმით, სხდომაზე მან მერის მოადგილისგან სამუშაო საათებში სხდომაზე ყოფნის გამო შენიშვნა მიიღო.
"თითქმის 2 წელის დირექტორია ჩვენი და საერთოდ არანაირი კონტაქტი არ აქვს და ერთხელ არ შემოსულა ჩვენ ბიბლიოთეკაში,"-აცხადებს ირინა კენჭაძე. მისი თქმით როდესაც ის სხდომას ესწრებოდა, ბიბლიოთეკა დაკეტილი არ იყო და სამუშაო პროცესს ხელი არ შეშლია.
ამ ფაქტს მუქარად და შანტაჟად აფასებს "ნაციონალური მოძრაობა."