03 მაისი 2024,   02:07
ვრცლად
აფეთქება ოზურგეთის ბაზარში - დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

ოზურგეთის აგრარულ ბაზარში აფეთქებისას ერთი ადამიანი დაშავდა.

ბაზარში მდებარე მონადირეთა და მეთევზეთა მაღაზიაში, სავარაუდოდ, თოფის წამალი აალდა, რამაც აფეთქება გამოიწვია.

ადგილზე ორი სახანძრო სამაშველო ბრიგადა მუშაობდა. ხანძრის გაჩენის საფრთხე ამ დროისთვის აღარ არსებობს. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დღის ამბები