საოკუპაციო რეჟიმი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას უახლოესი 1 თვის განმავლობაში არ აპირებს.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ.-მა პრეზიდენტმა, ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის შესახებ, დღეს პირველი კომენტარი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯოდმარეებთან შეხვედრაზე გააკეთა.საოკუპაციო რეჟიმის დე-ფაქტო მმარტველის კომენტარს ადგილობრივი მედიასაშულებები ავრცელებენ.
ანატოლი ბიბილოვი ამბობს, რომ ცხედრის ოჯახისთვის გადაცემა, სამედიცინო ექსპერტიზის დასრულებამდე არ იგეგმება და მიანიშნებს, რომ კვლევის ჩატარებას სულ მცირე 1 თვე სჭირდება. ბიბილოვმა განაცხადა, რომ თუ ისინი ცხედარს საექსპერტო დასკვნის გარეშე გადასცემენ, პირველ კრიტიკას, სწორედ ევროპელი დიპლომატებისგან მიიღებს, რისი სურვილიც მას არ აქვს.
მისივე თქმით, ექსპერტიზა ყველა ქვეყანაში აპრობირებული პრაქტიკაა. ექსპერტიზის ჩატარებას კი ყველგან, მათ შორის საქართველოშიც ერთი თვე სჭირდება.
ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის საკითხი საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან შეხვედრაზე დღეს ჟენევის დისკუსიების თანამთავმჯდომარეებმა დააყენეს.