18 ნოემბერი 2024,   00:49
ვრცლად
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოჯარიმების ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოჯარიმების ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო. იმ შემთხვევაში, თუ პირისთვის საჯარიმო ქვითარს გადაცემა პირადად ვერ მოხდება, უწყება ქვითარს ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს, გასაჯაროებიდან 30 დღეში კი, ჯარიმა ჩაბარებულად ჩაითვლება. ჭკვიანი ვიდეოჯარიმები სატრანზიტო ნომრებით მოძრავ ავტომობილებზეც გავრცელდება.

„ჯარიმები განკუთვნილია მხოლოდ ჭკვიანი კამერები და სხვა სახის კამერების მიერ დაფიქსირებული სამართალდარღვევებისთვის და არა პატრულ-ინსპექტორის მიერ დაფიქსირებული და გამოწერილი სამართალდარღვევისთვის,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ.

დღის ამბები