18 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
"ეს იყო ძალიან უსინდისო ტყუილი" - ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენები პარლამენტის სხდომაზე დებატების მიზეზი გახდა

ბორჯომის საკრებულოში განვითარებული მოვლენები პარლამენტის სხდომაზე დებატების მიზეზი გახდა. საპარლამენტო უმცირესობამ ხელისუფლებას ოპოზიციურ საკრებულოზე ძალადობაში დაადანაშაულა.

„ევროპულმა საქართველომ“ გააკრიტიკა თვითმმართველობის კომიტეტი და მისი თავმჯდომარე. ოთარ კახიძის განცხადებით განცხადება ბორჯომის მოვლენებთან დაკავშირებით კომიტეტმა ისე გაავრცელა, რომ მას დაზუსტებული ინფორმაცია არ ჰქონდა.

„საზოგადოებას ის კი არ აინტერესებს მუშტი-კრივში ვინ უფრო მაგარია და თქვენ სცემთ მელიას, ის მოგერევათ თქვენ თუ რომელი გაიმარჯვებთ ამ ცემა-ტყეპაში. ეს კი არ არის პოლიტიკური განხილვის საგანი. ჩვენ პოლიტიკური ძალები ვისაც გვაქვს საზოგადოების მხრიდან ნდობა რომ მივიღოთ გადაწყვეტილებები ამ გადაწყვეტილებებს ვიღებთ პოლიტიკური დისკუსიის გზით და არა მუშტი-კრივის გზით. განცხადებას, რომელიც თვითმმართველობის კომიტეტის სახელით გავრცელდა, თვითმმართველობის კომიტეტში ევროპულ საქართველოს ჰყავს თავისი წევრი რომლისთვისაც განცხადება არც კი გაუგზავნიათ ელექტრონული ფორმითაც კი,“-განაცხადა ოთარ კახიძემ, რასაც ზაზა გაბუნიამ ტყუილი უწოდა.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით განხილვა ბორჯომის მოვლენებთან დაკავშირებით იყო და მას ოთარ კახიძეც ესწრებოდა. 

„ეს იყო ძალიან უსინდისო ტყუილი თქვენი  მხრიდან, ადამიანის მხრიდან ვის ინიციატივასაც კომიტეტი პირველივე, აი, პირის გაღებისთანავე, როგორც კი თქვენ დააყენეთ საკითხი რომ იქნებ ვიმსჯელოთ ამაზე, გამოეხმაურა ძალიან საქმიანად. მოგიწვიეთ ფრაქციის ყველა წევრი კომიტეტზე. ყურადღებით მოვინიშნეთ ყველა საკითხი რომელიც აქცენტირებული იყო თქვენი მხრიდან.  გავაკეთეთ საჯარო განცხადებები,“-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ზაზა გაბუნიას გიგა ბოკერიამ უპასუხა და განუმარტა, რომ საუბარი არ არის იმაზე რომ თვითმმართველობის კომიტეტმა განიხილა ბორჯომის მოვლენები, აქ აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ტექსტის შინაარსს არ იცნობდნენ კომიტეტის წევრები. 

დღის ამბები