მშრალი ხიდზე თვითნებურად დასაქმებულმა 1000-მდე მოვაჭრემ შესაძლოა მალე სამუშაო ადგილი დაკარგოს.
თბილისის მერია 170 წლიანი ისტორიის მქონე ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს. პროექტის მიხედვით, ხიდის მიმდებარედ სავაჭრო დახლების განთავსება იგეგმება.
დედა ენისა და 9 მარტის ბაღების რეაბილიტაციისთვის თბილისის მერია სატენდერო განაცხადებს ხვალ დილის 10 საათიდან მიიღებს. ბიუჯეტიდან 4 ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი.
მშრალ ხიდზე ამბობენ, რომ მერია დახლებში საფასურის გადასახადს მოითხოვს, რისი საშუალებაც მათ არ აქვთ და საქმიანობის შეწყვეტა მოუწევთ.
თბილისის ტურისტული რუკიდან კოლორიტული ადგილის გაქრობის საფრთხეს ხედავს ჰამქარის ხელმძღვანელი. ცირა ელისაშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ზედმეტი ჩარევით, შესაძლოა ბაზრობამ არსებობა შეწყვიტოს.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი