მესამე სექტორი ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს და ყველა იმ მექანიზმის გამოყენებას ურჩევს, რაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას არ დაუშვებს.
არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ შესაძლებელია საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების დოკუმენტები ევროკავშირის წარმომადგენლებმაც შეამოწმონ. საქართველოდან თავშესაფართა მაძიებლების რიცხვის გაზრდას, მესამე სექტორი ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს.
„ევროკავშირის წარმომადგენლებმა განახორციელონ საზღვარზე ჩვენი მოქალაქეების მონიტორინგი უშუალოდ საქართველოში, მეორე არანაკლებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ზომების მიღება იმისთვის, რომ შემცირდეს თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, თუმცა ამისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეებს ადგილზე გაუქრეთ მოტივაცია უცხო ქვეყანაში წასვლისა“-ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მკვლევარი გიორგი გობრონიძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CIDA)” აღმასრულებელი დირექტორის ზვიად დევდარიანის თქმით, ხელისუფლებამ საინფორმაციო კამპანია უნდა აწარმოოს იმ სეგმენტში, სადაც ყველაზე დიდი რისკია, დაარღვიონ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.