საქართველოში აკრედიტებული ელჩები ქალთა სავალდებულო კვოტირების შესახებ კანონპროექტს დროულს უწოდებენ.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა დამტკიცების შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაზრდის ქალთა წარმომადგენლობას არჩევით ორგანოებში. ეს საკითხი კი საქართველოს ევროკაშვირის ასოცირების დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია.
„მხედველობაში ვიღებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელსაც საქართველოს 37 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი და რომელიც მიღების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაზრდის ქალთა წარმომადგენლობას არჩევით ორგანოებში ყველა დონეზე და დაეხმარება საქართველოს, რომ ქალთა ხმა უფრო ხმამაღლა ისმოდეს პოლიტიკურ დისკურსში“, – ნათქვამია ელჩების სამუშაო ჯგუფის განცხადებაში.