სარფის გამშვები პუნქტი დილიდან შეფერხებით მუშაობს. თურქულ მხარეს საპოლიციო სისტემის პრობლემა შეექმნა და მის აღმოსაფხვრელად მიმდინარეობს მუშაობა.
ამ დროისთვის ფეხით გადამსვლელებს და მსუბუქ ავტომობილებს საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ.
შეზღუდულია მხოლოდ დატვირთული დიდი ავტომობილების გადასვლა. მძღოლების განცხადებით, ისინი უკვე 3 საათია, რიგში დგანან.