18 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
"მათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს" - ნათელაშვილი ბიბილოვის ინტერპოლით ძებნაზე გადაცემას ითხოვს

ცხინვალის იზოლატორში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შეხვდა. შალვა ნათელაშვილმა ოჯახს მიუსამძიმრა და ხელისუფლებისგან მოითხოვა ინტერპოლს გადაეცეს ორივე ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ლიდერებისა და რეჟიმის სხვა წევრების მონაცემები, რათა მოხდეს მათი დაუყოვნებლივ დაკავება.

ნათელაშვილი ასევე მოითხვოს მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრას საქართველოში.

„სახელმწიფოს მოვუწოდებ გამოფხიზლდეს. უშიშროება აქ კი არ უნდა იდგეს და გვიღებდეს კადრებს, იქ უნდა იდგნენ ცეცხლის ხაზზე, რომ ბიჭებს არ გვიკლავდნენ. მოვითხოვ კატეგორიულად სასწრაფოდ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ბიბილოვის მიმართ,  ყველა მინისტრის, ყველა გამგებლის, ყველა თვითმარქვია თანამდებობის პირის წინააღმდეგ, როგორც ცხინვალის რეგიონში ასევე აფხაზეთში და დაჯდნენ ისინი ინტერპოლში ძებნაზე. საერთაშორისო ძებნაზე. მათ ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს. აქაც  და საზღვარგარეთ, რომ გავლენ დასასვენებლად და გამოფენაზე, იქაც,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები