ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი კვლევების, მეცნიერებისა და ინოვაციების საკითხებში ევრო კომისარს, კარლოს მოედაშსაც შეხვდა. პრეზიდენტის განცადებით საქართველოს მიზანია, ქვეყანამ სრულად გამოიყენოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს ისეთი სფეროები, როგორებიცაა ენერგეტიკა, კომუნიკაცია, სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა. დღესვე მარგველაშვილი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესაც შეხვდა.
„საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისრებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა განათლების სფეროში ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობაზე. უფრო მეტი ყურადღება გამახვილდა განსაკუთრებით ინოვაციის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით. ევროკომისრების მხრიდან იქნა შემოთავაზებული უამრავი ახალი სარგებლობა რომლითაც შეიძლება ისარგებლოს საქართველომ. და ევროკავშირის მხრიდან არის პირდაპირი შემოთავაზება, რომ იმ პროგრამების რაოდენობა, რომელიც ახლა ხორციელდება საქართველოსა და ევროკავშირს შორს ამ სფეროში იქნას მნიშვნელოვანწილად გაზრდილი. მზად არიან ევროკომისრები კიდევ უფრო მეტი ჩართულობისთვის,“-განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.