„ბავშვს აქვს ხელი მოტეხილი და გახეთქილი წარბი,“ - ეს განცხადება აღმაშენებლის გამზირზე მე-5 სართულიდან გადავარდნილი ბავშვის ბაბიამ გააკეთა.
ბიზნესცენტრ „მოზაიკაში“ კონცერტის დროს ფოიეში მყოფი 6 წლის ბავშვი მე-5 სართულიდან მე-4 სართულზე ჩავარდა. ის დარბაზის პერიმეტრზე ჩამოფარებულ ფარდას მიეყრდნო, რომლის მიღმაც სიცარიელე აღმოჩნდა და ჩავარდა ქვედა სართულზე.
ბავშვის ბებიის თქმით, გადავარდნის შემდეგ მან თავი დაარტყა მარმარილოს იატაკს. ბავშვს ხელი აქვს მოტეხილი და ასევე, წარბი აქვს გახეთქილი.
მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ის ინგოროყვას კლინიკაში 24 საათის განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშ დარჩება.
ამ წუთებში ბიზნესცენტრ „მოზაიკაში“ ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად დაზიანებას გულისხმობს.