მშვიდობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
მამაკაცი ოჯახის წევრებმა უკვე ამოიცნეს. როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, 70 წლის მამაკაცი მეთევზე იყო.
ის სახლიდან 45 დღის წინ სათევზაოდ გავიდა, თუმცა უკან აღარ დაბრუნებულა. ადგილზე ნაპოვნია ანკესი და სათევზაო ინვენტარი.