აღამაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ "მოზაიკის" შენობის მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი 6 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ექიმი-პედიატრის თამარ ყიყიშვილის განცხადებით, მოზარდი მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადის.
მედიკოსის თქმით, ბავშვს შუბლის და ყვრიმალის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა და მუცლის ღრუს დახურული ტრავმა აღენიშნება.
„გამოკვლევების შედეგად, სახეზე იყო შუბლის და ყვრიმალის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა. მდგომარეობა არის მძიმე და ამ ეტაპზე უკვე გადავიდა ინტენსიური თერაპიის მიმართულებაში შემდგომი მონიტორინგისთვის. ხელი აქვს მოტეხილი, შუბლის და ყვრიმალის ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა და მუცლის ღრუს დახურული ტრავმა,“ - განაცხადა ექიმმა.
შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ "მოზაიკის" შენობაში მოხდა. ბავშვი შენობის მე-5 სართულზე, კონგრეს ჰოლში იმყოფებოდა, ის დარბაზის პერიმეტრზე ჩამოფარებულ ფარდას მიეყრდნო, რომლის მიღმაც სიცარიელე აღმოჩნდა. ბიჭი შენობის ქვედა სართულზე ჩავარდა და მნიშვნელოვანი დაზიანებებით ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.