18 ნოემბერი 2024,   00:18
ვრცლად
როცა რუსეთს ოკუპირებული აქვს ერთი და მეორე რეგიონი, უნდა გაატარო გეგმაზომიერი პოლიტიკა - გიორგი ანდრიაძე

"როცა რუსეთს ოკუპირებული აქვს ერთი და მეორე რეგიონი, უნდა გაატარო გეგმაზომიერი პოლიტიკა",- ამის შესახებ საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარემ და მეცნიერებათა აკადემიაში პატრიარქის მოადგილემ,  გიორგი ანდრიაძემ „განსხვავებული აქცენტების“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მან ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხზეც ილაპარაკა. ანდრიაძე ამბობს, რომ მანამ სანამ საოკუპაციო რეჟიმი ოჯახს ცხედარს არ გადასცემს, საქართველოს ხელისუფლებამ ყაზბეგის გამშვები პუნქტი რუსულ ნომრიანი მანქანებისთვის უნდა ჩაკეტოს.

გიორგი ანდრიაძის თქმით, ის ყოველთვის რუსეთის იმპერიას ებრძოდა. მისი შეფასებით, რუსული ბიზნესი საქართველოში წარმატებული არ  უნდა იყოს.

„ტატუნაშვილის, გმირი ვაჟკაცის ცხედარს არ უნდა უპასუხოს სახელმწიფომ ძალიან მარტივი მეთოდით? ყაზბეგის გამშვები პუნქტი, საიდანაც რუსეთის მოქალაქეები თავისუფლად შემოდიან, ვინ გახსნა ეს პუნქტი, იცით? უნდა შეწყდეს ხომ მიმოსვლა. ეს უნდა იყოს ერთ-ერთი საპასუხო ნაბიჯი.... იმ ეტაპზე, როცა რუსეთს ოკუპირებული აქვს ერთი და მეორე რეგიონი, მაშინ, შენ უნდა გაატარო გეგმაზომიერი პოლიტიკა. ეს თამაში, რომ ცალი ხელით ებრძვი და ცხინვალთან გარბიხარ საპროტესტო აქციებით, ამ დროს ყაზბეგიდან რუსული გადაცმული სპეცბატალიონი ბათუმსა და ქობულეთში ისვენებს, ეს არის სისულელე და სიგიჟე“,- განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.

ანდრიაძემ სასულიერო პირებისადმი დამოკიდებულებაზეც გააკეთა კომენტარი. 

„მე თვითონაც რამდენიმე ეპისკოპოსს მათი მოქმედებიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, არც კი ვესალმები“,- აღნიშნა ანდრიაძემ. 

 

 

 

დღის ამბები