18 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
შეფერხებები სარფის საბაჟოზე - გამშვები პუნქტი გვიან ღამემდე კვლავ ჩაკეტილი იყო

სარფის საბაჟო გამშვები პუნქტი გვიან ღამემდე კვლავ ჩაკეტილი იყო. მოქალაქეების დიდი ნაწილი ორი დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა საზღვარზე გადაადგილებას.

მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებული იყო, რადგან თურქეთის მხარეს საპოლიციო რეჟიმის სისტემა მწყობრიდან გამოვიდა და თურქი მესაზღვრეები საპასპორტო მონაცემებს ვერ ამოწმებდნენ.
თურქეთის მხარეს აღმოჩენილი საქართველოს მოქალაქეების დახმარებას ადგილზე ცდილობდნენ ტრაპიზონში საქართველოს კონსული და აჭარის მთავრობის წევრები.

„მუშაობენ დიდი შეფერხებით, რამაც გამოიწვია დიდი ნაკადის დაგროვება.  თურქი მებაჟეები ქართველ მებაჟეებთან საუბრისას მუდმივად აცხადებენ, რომ ისინი მუშაობენ ინტენსიურად პრობლემის აღმოსაფრხვრელად,“-აცხადებს შემოსავლების სამსახურის აპარატის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი.

ამ დროისთვის პრობლემა უკვე აღმოფხვრილია და მგზავრები ორივე მიმართულებით შეუფერხებლად გადაადგილდებიან.

დღის ამბები