ბიზნეს ცენტრი „მოზაიკის“ ადმინისტრაცია გუშინ მომხდარ უბედურ შემთხვევაზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და მზად არის მცირეწლოვნის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველანაირი ხარჯის დაფაროს.
დღის ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვი მესამე სართულზე დარბაზის მოსაცდელიდან დაახლოებით 2 მეტრის სიმაღლიდან კიბეებზე ჩავარდა.
ცენტრის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ კიბეების მოაჯირთან უსაფრთხოების მიზნით დალაგებული იყო სავარძლები, თუმცა როგორც ჩანს, ცენტრში მისულმა სტუმრებმა ისინი თვითნებურად სხვა ადგილზე გადაიტანეს, რაც ინციდენტის მიზეზი გახდა.
დაზარალებული 6 წლის ბავშვი ამ დრომდე ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მის მდგომარეობას ექიმები მძიმედ აფასებენ.