18 ნოემბერი 2024,   00:20
ვრცლად
კანონმდებლები დღეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრაზე იმსჯელებენ 

კანონმდებლები დღეს ჯანდაცვისა და კულტურის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრასა და მათთვის სოციალური პაკეტის მომზადებას განიხილავენ.

შეხვედრას მრავალშვილიანი მშობლებიც დაესწრებიან.

ცვლილების მიხედვით მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ოთხ  და მეტ შვილიან ოჯახებს მიენიჭებათ, რის შემდეგაც კონკრეტული ინიციატივები მომზადდება. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი მათგანი ელექტროენერგიის სუბსიდირებაა.

დღის ამბები